ფარულავა „დილას“ ღირსებას დაიცავს

0
20

ოთარ ფარულავა კარიერას „დილაში“ გააგრძელებს, რის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება.
21 წლის ნახევარმცველი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „გაგრაში“ გამოდიოდა. მან 2021 წელს გაგრელთა შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 36-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა აკრი 2-ჯერ აიღო.
ფარულავამდე „დილამ“ ზამთრის შესვენების დროს ცენტრალური მცველი ზურაბ თევზაძე და ნახევარმცველი ბიძინა მახარობლიძე დაიმატა.