The Times: კვარაცხელია „ნიუკასლის“ სატრანფერო პრიორიტეტია

0
75

ხვიჩა კვარაცხელია ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ნიუკასლის“ სატრანსფერო პრიორიტეტია. ამის შესახებ გამოცემა The Times იუწყება.
ინგლისური კლუბის სკაუტები საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ 21 წლის გარემარბს მსოფლიო ჩემპიონატამდე რეგულარულად აკვირდებობდნენ და იმდენად კარგი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ მისი შეძენა ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ნიუკასალი“ კვარცხელიას გადაბირებას უახლოესი 2 სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება. ხვიჩას ნეაპოლელებთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი 50 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
“ნიუკასლი”, სადაც თავის დროზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თემურ ქეცბაიას და ზურა ხიზანიშვილს უთამაშიათ, მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-3 ადგილზეა.