რონალდუ: „კორეამ კარგად ითამაშა და ქებას იმსახურებს“

0
46

პორტუგალიამ შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთოს. პორტუგალიელთა კაპიტანმა ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში აზიელებთან 1:2 წაგების მერე განაცხადა.
„პირველი ორი მიზანი მიღწეულია – ჯგუფში გამარჯვება და პლეი-ოფის საგზური. თუმცა, წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველოდება. პორტუგალიამ სამხრეთ კორეას გამარჯვების შანსი მისცა. თანაბარი შეხვედრა იყო. გამარჯვება ძალიან გვსურდა და კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით. წაგება არავის უყვარს. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ პლეი-ოფში გავედით. გვესმოდა, რომ პირველ ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ დავიკავებდით თუ მცირე სასწაული მოხდებოდა. თუმცა, ამით თავს არ ვიმართლებ.
კორეამ კარგად ითამაშა და ქებას იმსახურებს. ჩვენ შესაბამისი დასკვნა უნდა გავაკეთოთ. იმედია, ამას მომავალი მატჩის წინ გავაკეთებთ. პლეი-ოფში უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგ რაუნდში გავიდეთ.
მოედნიდან როდესაც გავდიოდი, მეტოქის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მთხოვა, რომ ეს სწრაფად გამეკეთებინა. მას ვუბრძანე, რომ „მოეკეტა“, რადგან ასეთი გამოთქმების და კომენტარების კეთების უფლება არ აქვს. მსაჯს, რომ ეთხოვა ავჩქარდებოდი, ხოლო ჩვენი კამათის აუცილებლობა არ იყო“ – ციტირებს რონალდუს პორტუგალიური პრესა.