ბრაზილია კატარის მსოფლიო ჩემპიოანტში ერთადერთი ნაკრები იყო, რომელსაც ჯგუფური ეტაპის დასრულება 3 გამარჯვებით შეეძლო, მაგრამ ტიტეს გაწვრთნილმა გუნდმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. G ჯგუფის ბოლო მატჩში გვარიანად გადახალისებული ბრაზილის კამერუნს დაუპრიისპირდა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, 0:1 წააგო. ძირითადი დროის დამატებულ მე-2 წუთზე სამხრეთ ამერიკელებს აფრიკელების კონტრშეტევა გამოეპარათ და მარჯვენა ფლანგიდან მბეკელის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა აბუბაქარმა, რომელმაც ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა თავით გაიტანა. მან გოლის აღსანიშნავად მაისური გაიხადა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც თამაშის ნაადრევად დასრულებად დაუჯდა. ის ზინედინ ზიდანის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე ერთ მატჩში გოლი გაიტანა და წითელი ბარათი მიიღო. ზიდანმა მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან პენალტი გაიტანა და შემდეგ მატერაცისთვის თავის ჩარტყმის გამო გააძევეს.
კამერუნი პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ბრაზილია დაამარცხდა. ამასთანავე, კამერუნელებმა ბოლო 10 წელიწადში მუნდიალზე პირველი თამაში მოიგეს.
ბრაზილიელებმა 1998 წლის შემდეგ მუნდიალზე პირველად წააგეს – მაშინ ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდნენ.
ბრაზილია ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც 1982 წლიდან მოყოლებული ჯგუფური ეტაპი 11-ჯერ მოიგო.
განვლილ შეხვედრაში ბრაზილიას დანი ალვეშმა უკაპიტნა, რომელიც 39 წლის და 2010 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელსაც “პენტაკამპეონებში” მუნდიალებზე უთამაშია.
ბრაზილიამ 6 ქულა დააგროვა და 1/8-ფინალში სამხრეთ კორეას შეხვდება.
ჯგუფში მეორე ადგილზე შვეიცარია გავიდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში სერბეთს 3:2 აჯობა. მე-20 წუთზე შვეიცარიელებიდან ანგარიში შაქირიმ გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე მიტროვიჩმა თავური დარტყმით საპასუხო ბურთი გაიტანა. 35-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ვლახოვიჩმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და სერბები დააწინაურა. 44-ე წუთზე ემბოლომ ანგარიში გაათანაბრა, 48-ეზე კი ფროილერმა ბალკანელების კარი კიდევ ერთხელ აიღო. შვეიცარიამ თავი 6 ქულას მოუყარა და ბრაზილიას გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩა,
შვეიცარია 2014 წლიდან მოყოლებული ყველა დიდი ტურნირის პლეი-ოფში გავიდა. ასეთი შედეგი ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ საფრანგეთმა აჩვენა.
შვეიცარია-სერბეთის მატჩში მსაჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს 10 ყვითელი ბარათი აჩვენა. მსგავსი რამ ბოლო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხდა ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის.
1994 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ჯგუფში სამივე თამაში ვერცერთმა გუნდმა მოიგო.





