ჟოაო ფელიქსმა მადრიდის „ატლეტიკოს“ დატოვება გადაწყვიტა, იუწყება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა „ატლეტიკოში“ გადასვლის შემდეგ პირველად თხოვა თავის აგენტს, რომ მისთვის სხვა კლუბი მოეძებნა. მანამდე, ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ ფელიქსს კონფლიქტი მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან და გულშემატკივრების ნაწილთან ჰქონდა.
ფელიქსი „ატლეტიკოში“ ლისაბონის „ბენფიკადან“ 2019 წელს 127,2 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან ესპანურ გუნდში ყველა ტურნირში 129 მატჩში ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა, პლუს 18 საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, პორტუგალიელმა მასზე გაცემული ავანსი აშკარად ვერ გაამართლა.
ფელიქსის საკუთარ რიგებში ხილვა „ბაიერნს“, პსჟ-ს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ჩელსის“ სურთ.





