მიქაუტაძე და დავითაშვილი საფრანგეთის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ

0
33

საფრანგეთის ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე „მეცი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში გავიდა.
1/64-ფინალში „მეცი“ სტუმრად რანგით მე-4 ლიგის „ეპინალს“ დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. „მეციდან“ ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ჟოზეფმა გაიტანა.
თასის მომდევნო ეტაპზეა „ბორდოც“, რომელმაც სტუმრად მე-4 ლიგის „ტრესილაკს“ 3:2 აჯობეს. ჟირონდელებმა პირველი ტაიმი 0:2 წააგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ 3 გოლი გაიტანეს – მათ შორის გადამწყვეტი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი განაცხადში არ იყო.