ფრანგებს მუნდიალის წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდათ

0
27

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრისტოფერ ნკუნკუ კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს, ამის შესახებ „სამფეროვანთა“ ოფიციალური ტვიტერის გვერდი იუწყება,
ორშაბათს გამართულ ვარჯიშზე ნკუნკუმ ტრავმა ედუარდო კამავინგასთან ბურთისთვის ორთაბრძოლის დროს მიიღო. 25 წლის ფორვარდმა ვარჯიში კოჭლობით დატოვა. მართალია, დაზიანების ხასიათი და ხარისხია უცნობია, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებში უკვე დაადასტურეს, რომ „ლაიფციგის“ მოთამაშე მუნდიალს გამოტოვებს.
ამ ეტაპზე ზუსტდება ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გამოიძახებს თუ არა სხვა ფეხბურთელს ნკუნკუს შესაცვლელად.
მანამდე, ცნობილი იყო, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ნახევარმცველები ნგოლო კანტე და პოლ პოგბა ვერ დაეხმარებოდნენ.