ლუკა ლოჩოშვილი: “საინტერსოა, როგორ დონეზე ვართ”

0
22

ლუკა ლოჩოშვილის მიაჩნია, რომ მაროკოსთან საინტერესო ამხანაგურ მატჩი იქნება, რომელიც აჩვენებს თუ როგორ დონეზეა საქართველოს ნაკრები. იტალიის “კრემონეზეს” მცველმა ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა.
 ლუკა ლოჩოშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მაროკო ძალიერი ნაკრებია, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და საინტერესო სპარინგი იქნება. შემდეგ ციკლში ძლიერი მეტოქეები გვყავს და საინტერსოა, როგორ დონეზე ვართ. კარგი სერია გვაქვს, გუნდში პოზიტიური განწყობაა და ვიმეოდნებ, ასე გაგრძელდება. თითოეული ფეხბურთელი დღითიდღე ვითარდება და გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა”.
მაროკოსთან ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯაში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.