ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კატარში ჩასატარებელ მსოფლიო 2022 პირველობისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ლუის ენრიკეს შედგენილი სია გამოაქვეყნა:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (ბრენტფორდი, ინგლისი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი).
მცველები: პაუ ტორესი (ვილიარეალი), ხორდი ალბა (ბარსელონა), ხოსე გაია (ვალენსია), უგო გილამონი (ვალენსია), ერიკ გარსია (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), დანი კარვახალი (რეალი), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პედრი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), გავი (ბარსელონა), კარლოს სოლერი (პსჟ, საფრანგეთი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო).
თავდამსხმელები: პაბლო სარაბია (პსჟ, საფრანგეთი), ნიკო უილიამსი (ბილბაო), მარკო ასენსიო (რეალი), ალვარო მორატა (ატლეტიკო), ანსუ ფატი (ბარსელონა), იერემი პინო (ვილიარეალი), ფერან ტორესი (ბარსელონა), დანი ოლმო (ლაიფციგი, გერმანია).
ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოსტა რიკის, გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.




