ფლიკმა მუნდიალისთვის გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

0
52

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კატარში გასამართი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის ინფორმაციით, ფლიკმა შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), კევინ ტრაპი (აინტრახტი).
მცველები: არმელ ბელა-კოტჩაპი (საუთჰემპტონი, ინგლისი), მატიას გინტერი (ფრაიბურგი), კრისტიან გენტნერი (შტუტგარტი), ტილო კერერი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ლუკას კლოსტერმანი, დავიდ რაუმი (ორივე ლაიფციგი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი, ესპანეთი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ნიკლას ზიულე (ბორუსია, დორტმუნდი).
ნახევარმცველები: ქარიმ ადეიემი, იულიან ბრანდტი (ორივე ბორუსია, დორტმუნდი), ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი), მარიო გიოტცე (აინტრახტი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა, ლეონ გორეტცკა (ყველა ბაიერნი).
თავდამსხმელები: იუსუფა მუკოკო (ბორუსია, დორტმუნდი), თომას მიულერი, ლეროი სანე, სერჟ გნაბრი (ყველა ბაიერნი), კაი ჰავერცი (ჩელსი, ინგლისი).