მბაპემ მესის რეკორდი გააუმჯობესა – “ბენფიკამ” პსჟ ჩამოიტოვა

0
32

კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც 40 გოლი გაიტანა.
ნახსენები ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პსჟ ტურინის „იუვენტუსს“ ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. მე-13 წუთზე ანგარიში მბაპემ გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 69-ე წუთზე პარიზელებიდან თავი ნუნუ მენდეშმა გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმიჩნდა.
მბაპე 23 წლის 10 თვის და 13 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლის ანგარიშზე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 40 გოლია.
მან თავისი თანაგუნდელის ლიონელ მესის რეკორდი გააუმჯობესა. არგენტინელმა „ბარსელონაში“ თამაშის დროს ჩემპიონთა ლიგაში მეტოქეები 40-ჯერ 24 წლის 4 თვისა და 8 დღის ასაკში დაამწუხრა.
მესიმ ჩემპიონთა ლიგაში მე-40 ბურთი 2011 წლის 1 ნოემბერს გაიტანა, ხოლო მბაპემ 2022 წლის 2 ნოემბერს.
„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო, რც ტურინელთა არსებობის ისტორიაში ყველზე ცუდი შედეგია.
H ჯგუფში პარალელურად გამართულ მატჩში ლისაბონის „ბენფიკამ“ სტუმრად ჰაიფას „მაკაბი“ 6:1 დაამარცხა და 14 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. პორტუგალიელებმა მე-2 ადგილზე გასულ პსჟ-ს, რომელსაც ამდენივე ქულა აქვს სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით აჯობეს.
„იუვენტუსი“ 3 ქულით მე-3 პოზიციაზეა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს.