კაკაბაძე პოლონეთში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

0
30
2022.10.30 Lubin Pilka nozna PKO Ekstraklasa sezon 2022/2023 KGHM Zaglebie Lubin - Cracovia Krakow N/z Foto Pawel Andrachiewicz / PressFocus 2022.10.30 Lubin Football Polish PKO Ekstraklasa season 2022/2023 KGHM Zaglebie Lubin - Cracovia Krakow Credit: Pawel Andrachiewicz / PressFocus

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გასულ ტურში კაკაბაძის „კრაკოვიამ“ სტუმრად ლუბინის „ზაგლებიე“ დაამარცხა, სადაც გურამ გიორბელიძე და თორნიკე გაფრინდაშვილი გამოდიან.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 67-ე წუთზე კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში მყოფ კალმანს, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
27 წლის ქართველმა უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.