აპოელმა, რომელშიც სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის, კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. მე-9 ტურში ნიქოზიელები „აპოლონს“ ესტუმრნენ და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მარკინიოსის გატანილი პენალტით მოიგეს.
ქართველი ფეხბურთელებიდან სტუმართა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი მოხვდნენ – პირველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეორე შესვენებაზე შეცვალეს. მან მე-11 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შეხვედრა წინა ტურში მიღებული ტრავმის მიზეზით გამოტოვა.





