საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ალექსანდრე ფევაძის გუნდი “ლაგუნა შარკსი” რუმინეთის ჩემპიონატში თამაშს თამაშზე აგებს, თუმცა ქართველი ფორვარდი კი პირადი სტატისტიკით ერთ-ერთი გამორჩეულია. გასულ მატჩში ფევაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, როცა ლაგუნდა ბუქარესტის “დინამოსთან” 51:88 დამარცხდა.
ფევაძე მატჩში 17 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე სარგებლიანიც გახდა. გასულ 3 ტურში ალექსანდრეს ჯამში 46 ქულა აქვს ჩაგდებული.
“ლაგუნა შარკსმა” ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და ჩემპიონატის B ჯგუფში მე-7 ადგილს იკავებს. ფევაძის კლუბი მომდევნო ტურში ბუქარესტის სტიაუას შეხვდება.





