ლობჟანიძემ თურქეთში ზედიზედ მეორედ მოიგო

0
37

„ჰათაისფორმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მე-9 ტურში ჰათაელებმა „ალანიასფორს“ უმასპინძლეა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. ერთადერთი გოლი მატჩის 72-ე წუთზე ოქსუზმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. „ჰათაისფორმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორედ გაიმარჯა და ერთი მატჩი ფრედ დაასრულა – 7 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
„უმრაინესფორი“, რომელშიც ზაფხულში ნიკა გაგნიძე იჯარით გადავიდა, შინ „კაისერისფორს“ დაუზავდა – 2:2. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
აგდამის „ყარაბაღმა“ აზერბაიჯანის სუპერლიგის მე-9 ტურში სტუმრად „გაბალა“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში სასტარტო შემადგენლობაში მეექვსედ ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „ყარაბაღი“ 24 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
„საბაჰმა“ შინ „ქიაფაზი“ 5:0 გაანადგურა. მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ფორვარდი დავით ვოლკოვი არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებში მათე კვრკვიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სასტარტოში მყოფი მიხეილ ერგემლიძე მე-60 წუთზე შეცვალეს.