მარკო ჯამპაოლოს კარისკენ მიუთითეს

0
63

გენუას „სამპდორია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში „მონცასთან“ (0:3) მარცხის მერე, დაკავებული თანამდებობიდან მარკო ჯამპაოლო გაათავისუფლეს.
„სამპდორიამ“ ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო, ხოლო ამ სეზონში საერთო ჯამში მეექვსედ დამარცხდა. ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით გუნდმა თამაში ვერ მოიგო და 2 ფრე ითამაშა.
55 წლის იტალიელი სპეციალისტი გენუელებს 2022 წლის იანვრიდან ავარჯიშებდა. „სამპდორია“ 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.