ვილი სანიოლი: “სასწავლი კიდევ ბევრი გვაქვს”

0
70

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის თქმით, ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში სტუმრად გიბრალტართან 2:1 მოგებულმა დასკვნითმა შეხვედრამ დაანახა, რომ სასწავლი კიდევ ბევრი აქვთ.
ვილი სანიოლი: „ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ხელოვნურ საფარზე ფაქტობრივად არავის უთამაშია წლის განმავლობაში. თამაშამდე ვიცოდით, რომ პირველი ადგილზე ვიქნებოდით და ეს არ შეიცვლებოდა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მეტოქეს შანსი არ ჰქონია. მეორე ნახევარში, როდესაც თამაშში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, სათადარიგოთა სკამიდან შესული მოთამაშეებისგან მეტის მოლოდინი მქონდა.გასულ მატჩებში მოედანზე 5-10 წუთით შესული მოთამაშეები პროფესიონალურად უდგებოდნენ საქმეს და ბოლომდე იხარჯებოდნენ რაც ჩვენი უპირატესობა იყო. დღეს კი, ასე არ ყოფილა. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ მოედანზე თუნდაც რამდენიმე წუთით შესვლისას ბოლომდე უნდა დაიხარჯო, ასი პროცენტი უნდა გაიღო გუნდისთვის, პატივი უნდა სცე სტრატეგიას და დაიცვა დისციპლინა.  როგორც ვთქვი, ეს ტურნირის ბოლო მატჩი იყო, გვქონდა სირთულეები, თუმცა საბოლოო ჯამში, 16 ქულა გვაქვს, რაც საუკეთესო შედეგია დივიზიონში და ამით უნდა ვიამაყოთ. ყოველთვის ყველაფერი სწორად რომ გავაკეთოთ, სასწავლი არაფერი გვექნება. ამ მატჩმა დაგვანახა, რომ სასწავლი კიდევ ბევრი გვაქვს და ეს მომავალს ძალიან საინტერესოს ხდის.
გიორგი ლორიას მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით. მუხლი გადაიბრუნა და სამედიცინო შემოწმებას უნდა დაველოდოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. მან ძალიან კარგად ჩაატარა პირველი ტაიმი და ვიმედოვნებ, რომ ნოემბერში ჩვენს დახმარებას შეძლებს“.