საუკეთესო შედეგი C ლიგაში, ახალი რეკორდი და კაშიას 100

0
33

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის ბოლო მატჩში სტუმრად გიბრალტარი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი 16 ქულით დაიკავა – 16 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა C ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და 2024 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალს სახლში ყაზახეთთან ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 11 მატჩი არ წააგო, რაც ახალი რეკორდია – 9 გამარჯვება და 2 ფრე. 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩვენ გუნდი ოფიციალურ თუ ამხანაგურ შეხვედრებში არცერთხელ დამარცხებულა. სანიოლის გუნდმა სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში გამართული 269 მატჩიდან 85 მოიგო, 57 ფრედ დაასრულა და 127 წააგო – 312 გოლი გაიტანა და 374 გაუშვა.
გუნდის კაპიტან გურამ კაშიასთვის გიბრალტართან მატჩი მე-100 იყო. ის ამ მაჩვენებლით ლევან კობიაშვილს და ჯაბა კანკავას გაუთანაბრდა.
თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩატარებული თამაშის შემდეგ, სანიოლმა სასტარტო შემადგნელობაში 4 ფეხბურთელი შეცვალა. კარში გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად გიორგი ლორია დააყენა, სოლომონ კვერკველიას, გიორგი აბურჯანიას და ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად, შესაბამისად მოედანზე პირველი წუთიდან ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი და საბა ლობჟანიძე იყვნენ.
დაცვის ცენტრში გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა და ოთარ კაკაბაძე მოქმედებდნენ. კაპიტანმა კაშიამ ნაკრებში მეასედ ითამაშა და როგორც ლევან კობიაშვილს. ასევე ჯაბა კანკავას გაუტოლდა. მარჯვენა ფლანგი ლობჟანიძეს ებარა, მარცხენა – აზაროვს. ნახევარდაცვაში ნიკა კვეკვესკირი. მექვაბიშვილია და წიტაიშვილი მოქმედებდნენ. მარცხნიდან ხვიჩა კვარაცხელია უტევდა, ხოლო თავდასხმის ცენტრში ბუდუ ზივზივაძე იყო.
მე-8 წუთზე კვეკვესკირის ოსტატური პასის შემდეგ მცველების ზურგსუკან, წიტაიშვილმა ახლოა მანძილიდან მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარემ მოიგერია ბურთი, რომლის კარში გადაგზაცნას ზივზივაძე შეეცადა, მაგრამ ისევ ბანდამ იყოჩაღა. მე-13 წუთზე ზივზივაძემ მეტოქის მოედნის ცენტრში აართვა ბურთი, რომელიც კვარაცხელიას მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოში შესვლის შემდეგ პასი ისევ ბუდუს გაუკეთა, რომლის დარტყმული სუსტი აღმოჩნდა და მეკარემ ხიფათი გაანეიტრალა.
მე-19 წუთზე აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან თავისი ნახევარიდან ძალიან კარგი გადაცემა გაუაკეთა კვარაცხელიას, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ჩიპოლინამ წააქცია, ხოლო მსაჯმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ნაკრებში თავისი მე-10 გოლი გაიტანა, ხოლო C ლიგის 6 შეხვედრაში მეტოქეები 5-ჯერ დაამწუხრა. მან ერთა ლიგაში საერთო ჯამში 9-ჯერ ითამაშა – 6 გოლი და 5 საგოლე პასი. კვარაცხელიამ გატანილი გოლების რაოდენობით მიხეილ ყაველაშვილს გაასწრო და ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებში მე-9 ადგილზეა. ის ჯაბა კანკავას გაუთანაბრდა. საერთო ჯამში ხვიჩამ ეროვნულ გუნდში 19-ჯერ ითამაშა და 10 გოლის გარდა, 6 საგოლე პასი მიითვალა და 4 პენალტი “გამოიმუშავა”.
ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში კვარაცხელიამ შორი მანძილიდან დაარტყა და ბანდმა ბურთუ კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ბურთი მექვაბიშვილა მიუვიდა, რომლის დარტყმული მეკარემ გააუვნებელყო. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს და საჯარიმოს მისადგომებიდან კაშიარომ ძალიან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ საიმედოდ ითამაშა ლორიამ, რომელმაც დამატებაზე არც ვაისმანს გაატანინა. ამ ეპიზოდში ლორია დაშშავდა და შესვენებაზე მამარდაშვილმა შეცვალა.
მეორე ტაიმის დებიუტში მექვაბიშვილის პასის შემდეგ, წიტაიშვილი ჯერ ერთ გიბრალტარელს გაექცა, საჯარიმოში შესული მეორესაც გაცდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:2. მან ნაკრებში ჩატარებულ 12 შეხვედრაში პირველი გოლი მიითვალა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში კვარაცხელია მასპინძლების საჯარიმოში ორ ფეხბურთელს გაექცა და მისი დარტყმის მერე ბურთი მცველს მოხვდა.
75-ე წუთზე გიბრალტარელებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მამარდაშვილის კარის შორეულ ძელთან ჩაჰკიდეს, სადაც მექვაბიშვილს ანესლეი “გაეპარა” და ანგარიში შეამცირა.
ცოტა ხანში, მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია.
მსაჯმა ძირითად დროს უჩვეულოდ ბევრი 7 წუთი დაამატა. მე-4 დამატებულ წუთზე მასპინძლებმა აუტი ჩააწოდეს და ჩვენი გუნდის მცველმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ გიბრალტარელმა სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილს პრობლემა არ შექმნია. შეხვედრის ბოლო წუთზე კვეკვესკირმა მოწინააღმდეგის საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ, თუმცა ოდნავ უზუსტოდ დაარტყა.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეხუთე თამაში მოიგო და ხვალ ნახევარფინალში თავის მეტოქეს დაელოდება. ჩვენმა გუნდმა გიბრალტართან გამართული 6 თამაშიდან ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულა.
პარალელურად გამართულ მატჩში ბულგარეთმა სტუმრად ჩრდილოეთ მაკრედონია 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 50-ე წუთზე დესპოდოვმა გაიტანა. ბულგარეთი 9 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მაკედონია 7 ქულით – მესამეზე. ბოლოადგილოსანმა გიბრალტარმა 1 ქულა მოიპოვა.
გიბრალტარი – საქართველო 1:2 (0:1)
26 სექტემბერი. გიბრალტარი. სტადიონი „ვიქტორია“.
გიბრალტარი:
ბანდა, ლოპესი, ოლივერო, როი ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი, 84), ვაისმანი (სერგეანტი, 74), რონანი (სტიჩი, 64), უოკერი, ბრიტო (ჯოზეფ ჩიპოლინა, 84), კაშიარო.
მთავარი მწვრთნელი: ხულიო რიბასი.
საქართველო: ლორია (მამარდაშვილი, 46), კაკაბაძე, კაშია (კ), ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი, 88), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი, 61), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი, 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე, 61).
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (48), 1:2 ანესლეი (75).
გაფრთხილება: კვეკვესკირი (81), უოლკერი (81), ლობჟანიძე (88), კაშიარო (90), ენესლი (90+7).
მთავარი მწვრთნელი:
 ვილი სანიოლი.
მთავარი მსაჯი: რობ ჰარვეი (ირლანდია)