ყაზახეთი C ლიგის პირველი ნახევარფინალისტია და B ლიგაში დაწინაურდა

0
56

ყაზახეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა C ლიგის მე-3 ჯგუფი ნაადრევად მოიგო.
ბოლოსწინა ტურში ყაზახებმა ბელარუსს უმასპინძლეს და 2:1 გაიმარჯვეს. მასპინძლები 29-ე წუთზე გაბუშევმა დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე სავიცკიმ ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებიდან 79-ე წუთზე გამარჯვების გოლი ზაუნუტდინოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ არსებობის მანძილზე ყაზახეთმა ბელარუსი პირველად დაამარცხა.
ყაზახეთმა 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში სადაც მასთან ერთად ბელარუსის გარდა, ასევე სლოვაკეთი და აზერბაიჯანი გამოდიოდნენ, პირველი ადგილი გაინაღდა. შედეგად ყაზახები C ლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ და ავტომატურად B ლიგაში დაწინაურდნენ.
C ლიგის პირველ ჯგუფში თურქეთმა შინ ლუქსემბურგს (3:3) ვერ მოუგო, ხოლო ლიეტუვამ თავის მოედანზე ფარერებს – 1:1.