„სელტიკის“ თავკაცმა „ლესტერის“ გაწვრთნა იუარა

0
20

გლაზგოს „სელტიკის“ მთავარმა მწვრთნელმ ანგელოს პოსტეკოღლუმ „ლესტერის“ გაწვრთნა იუარა, იუწყება Sky Sports.
57 წლის ავსტრალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „ლესტერში“ მუშაობა მის გეგმაში არ შედის.
„ლესტერი“ მიმდინარე სეზონში 1 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა, რის გამო, კლუბის ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის ბრენდან როჯერსის შემცვლელს ეძებენ.
„ლესტერის“ მესვეურები ერთ-ერთ კანდიდატად ასევე „ბრენტფორდის“ თავკაცს თომას ფრანკს განიხილავენ.