იტალიის ეროვნული ნაკრების ექსმცველ ანდრე რანოკიასთნ „მონცაში“ გატარებული პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა კლუბი დატოვა. არადა, რანოკია „მონცაში“ მიმდინარე წლის ივლისში ჩაირიცხა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან „მონცაში“ 2-ჯერ ითამაშა.
რანოკიას ყოფილმა კლუბმა, რომელიც სერია A-ში დებიუტანტია, ამ სეზონში 4 ქულა დააგროვა და 20 გუნდს შორის მე-18 ადგილზეა.





