„კოპენჰაგენმა“, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის მიმდინარე სეზონში მე-6 მატჩი წააგო, რაც მოქმედი ჩემპიონისთვის ძალიან ცუდი შედეგია.
მე-10 ტურში დედაქალაქელები სტუმრად „მიდტიულანდს“ შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 71-ეზე შეცვალეს. „კოპენჰაგენს“ ამ სეზონში ფრე არ უთამაშია და 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა,
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში აგდამის „ყარაბაღმა“ გასვლაზე „ზირეს“ 7:1 სძლია. გამარჯვებულთა რიგებში ქართველმა მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „ყარაბაღი“ 18 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.





