აზაროვი ევროპა ლიგაში ითამაშებს – „ცრვენა ზვეზდას“ დრამა ბელგრადში

0
54

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“, რომელშიც მიმდინარე ზაფხულში ირაკლი აზაროვი ჩაირიცხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა.
დეიან სტანკოვიჩის გაწვრთნილი გუნდი პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად ისრაელის ჰაიფას „მაკაბისთან“ 2:3 დამარცხდა.
ბელგრადში „რაიკო მიტიჩზე“, სადაც გულშემატკივრებმა საუცხოო ატმოსფერო შექმნეს, სერბულმა გრანდმა მეტოქეს დრამატულ ორთაბრძოლაში ვერ სძლია – 2:2.
მასპინძლებიდან ანგარიში 27-ე წუთზე პეშიჩმა გახსნა, ხოლო 43-ეზე ივანიშმა ბელგრდელთა უპირატესობა კიდევ გაზარდა. ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე „მაკაბიმ“ კუთხური ჩააწოდა და სერბმა ფეხბურთელმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა – აზიზას დარტყმული ბორიანმა მოიგერია, ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში სონდგრენმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბელგრადელთა მეკარის უპატიელები შეცდომის გამო, ბურთი კარში აღმოჩნდა.
90-ე წუთზე პავკოვმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა და ჰაიფელები 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გავიდნენ.
საქართველსო ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველ აზაროვს არ უთამაშია, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროთასების განაცხადში მისი შეყვანა კლუბმა ვერ მოასწრო. ის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. სხვათა შორის, სერბეთის სუპერლიგის მე-6 ტურში აზაროვი ბელგრადში „ვოჟდოვაცთან“ მოგებულ შეხვედრაში მასპინძლების განაცხადში იყო.
„მაკაბის“ და „ვიქტორიას“  გარდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ლისაბონის „ბენფიკაც“ გავიდა, რომელმაც პირველი მატჩი სტუმრად კიევის „დინამოს“ 2:0 აჯობა, ხოლო სახლში – 3:0.