“საბურთალომ” ზიმბაბველი მცველი დაიმატა

0
52

ზიმბამბველი ცენტრალური მცველი ალეკ მუდიმუ “საბურთალოში” ითამაშებს. 27 წლის ფეხბურთელი უკვე რამდენიმე დღეა თბილისურ კლუბში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
მუდიმუ 2021 წელს ქუთაისის “ტორპედოში” თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა. იმერულ კლუბამდე ცენტრალური მცველი თურქულ”ანკარასფორის” ღირსებას იცავდა, მანამდე კი მოლდოვურ “შერიფში” ასპარეზობდა.
მუდიმუმ ზიმბაბვეს ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა.