„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს ლუკა ლოჩოშვილს მნიშშვნელოვანი მოთამაშე უწოდა. მან ამის შესახებ იტალიის სერია A-ში სტუმრად „სტადიო ოლიმპიკოზე“ 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც ლოჩოშვილის დებიუტი შედგა.
„ლუკა მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომლის მსგავსს ვეძებდით. მან დღეს „ოლიმპიკოზე“ დიბალას წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა. ის ყოველ დღე უმატებს. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვართ, ისევე როგორც თითოეული ფეხბურთელით, რომელიც ამჟამად „კრემონეზეშია“ – იუწყება ალვინის ნათქვამს insideroma.com.
ლოჩოშვილი “კრემონეზეში” მიმდინარე ზაფხულში ავსტრიის “ვოლფსბერგერიდან” გადავიდა და მის სანაცვლოდ იტალიელმა 1,6 მილიონი ევრო გადაიხადა.
