თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის დებიუტი შედგა. „ანკარაგიუჯუმ“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ზაფხულში შეუერთდა, პირველ ტურში „ქონიასფორი“ მიიღო და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. ის „ანკარგაიუჯუში“ მას მერე გადავიდა, რაც „უიპეშტთან“ კონტრაქტი ამოეწურა. მან უნგრულ კლუბში გატარებულ 2 სეზონში ჩემპიონატში 42-ჯერ ითამაშა და 15 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო. ბერიძემ 2020-2021 წლების სეზონში უნგრეთის თასი მოიგო.





