„ნაპოლის“ ფრე „ესპანიოლთან“ – კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტი

0
30

„ნაპოლიმ“, რომელსაც ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა იტალიაში ახალი სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა „ესპანიოლთან“ ჩაატარა, რომელიც უგოლოდ დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანა შეეძლო, როდესაც მოედნის ცენტრიდან რეიდი განახორციელა და საჯარომოში შესულმა დაარტყა – ესპანელთა მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია.
კვარაცხელია 70-ე წუთზე შეცვალეს. „ნაპოლის“ სერია A-ს სტარტზე პირველ მატჩს 15 აგვისტოს სტუმრად „ვერონაში“ ჩაატარებს, რომელსაც მალე საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი შეუერთდება.