მამარდაშვილმა „ტარონხას თასი“ მოიგო

0
27

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდი ბერგამოს „ატალანტასთან“ გამარჯვებით დაასრულა – 2:1.
„ტარონხას თასის“ 50-ე გათამაშებაში ვალენსიელებმა იტალიელებს „მესტალიაზე“ უმასპინძლეს და უგო დუროს დუბლის წყალობით დაამარცხეს.
მან პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ქუსლით გატანილი ეფექტური გოლით გახსნა. მე-80 წუთზე ედერსონმა საპასუხო ბურთი გაიტანა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა. 81-ე წუთზე დურომ სტუმართა კარი თავური დარტყმი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სააქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა „ატალანტასთან“ შეუცვლელად ითამაშა.
“ვალენსია” ლა ლიგის პირველ ტურში 14 აგვისტოს “ჟირონას” უმასპინძლებს.