„ლივერპულმა“ სეზონი ქულით დაიწყო – მიტროვიჩის დუბლი და სალაჰის რეკორდი

0
28

„ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში ახალი სეზონი ქულით დაიწყო. იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ფულემს“ დაუზავდა – 2:2.
მასპინძლებიდან 32-ე წუთზე ანგარიში სერბმა მიტროვიჩმა გახსნა. 64-ე წუთზე „ლივერპულის“ ახალწვეულმა ურუგვაელმა დარვინ ნუნიესმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 72-ე წუთზე მიტროვიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მერსისაიდელები წინ ერთხელ გაიყვანა. სტუმრებს ქულა ეგვიპტრელმა მოჰამედ სალაჰმა მოუტანა, რომელმაც მასპინძლების კარი მე-80 წუთზე აიღო.
სალაჰი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 6 სეზონის განმავლობაში სასტარტო შეხვედრაში მეტოქის კარი აიღო.
მატჩის შემდეგ კლოპი იმედგაცრუებული იყო:
„ცუდად ვითამაშეთ. ეს როგორ მოხდა? თავიდანვე არასწორი განწყობა გვქონდა. ჩვენ რეაგირება მატჩის დაწყებიდან 15 წუთში მოვახდინეთ. მოედანი მშრალი იყო და თამაში ძალიან გვიჭირდა“.