შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალმა“ ინგლისის ჩემპიონშიფის მეორე ტურში ქულა სტუმრად აიღო.
ქართველი სპეციალისტი შეგირდები „პრესტონს“ დაუპირისპირდნენ და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
„ჰალმა“ ახალი სეზონის პირველი მატჩი შინ „ბრისტოლთან“ 2:1 მოიგო და 4 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონშიფში მე-5 ადგილზეა.





