“კრაკოვიამ”, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდმა ვარშავის “ლეგიას” უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის 37-ე წუთზე ანგარიში რაკოციმ გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე მაკუჩიმ კრაკოველები კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე სტუმართა კარი კალიმანმა აიღო.
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, “კრაკოვია” კი 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.





