თორნიკე გაფრინდაშვილმა ლუბინის „ზაგლებიეს“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა, რომელმაც მის გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-3 ტურში „ზაგლებიემ“ სტუმრად „პიასტს“ 1:0 სძლია და 64-ე წუთზე მეტოქის კარი ქართველმა გარემარბმა აიღო, რომელმაც კუთხურის ჩაწოდეს შემდეგ კარის ახლოდან ზუსტად დაარტყა. 64-ე წუთზე გაფრინდაშვილმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ ითამაშა, რომელიც 92-ე წუთზე შეცვალეს. „ზაგლებიე“ 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.







