გია გეგუჩაძე: “ეროვნული ლიგის თამაშებზე განახლებული ენერგიით უნდა გადავერთოთ”

0
35

ბათუმის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო შეხვედრაში შინ “ლეხთან” (1:1) დასრულებული შემდეგ, კლუბის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
გია გეგუჩაძე: “ვულოცავ „ლეხს“ გამარჯვებას. კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. სამწუხაროდ, ევროსარბიელიდან გამოვვარდით, ახლა უნდა დავისვენოთ და განახლებული ენერგიით გადავერთოთ საქართველოს თასისა და ეროვნული ლიგის თამაშებზე.
მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. მიუხედავად „სლოვანთან“ და „ლეხთან“ მარცხისა, დღეს ტრიბუნაზე ისევ ბევრი ხალხი მოვიდა და მათი თანადგომა ნამდვილად იგრძნობოდა. ეს მხარდაჭერა, ჩვენი „პირატები“ და გულშემატკივარი, ჩვენი მხრიდან მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ“