მარგველაშვილი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს

0
67

ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპი“, რომელშიც გაგი მარგველაშვილი გამოდის ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ქართველი ცენტრალური მცველის გუნდმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად ზაგრების „დინამოსთან“ 2:2 დაასრულა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში შინ მინიმალური ანგარიშით დამარაცხდა. ხორვატებიდან ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ადემიმ გაიტანა.
მარგველაშვილმა პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი ასპარეზობას უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირ ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე განაგრძობს, სადაც დამარცხების შემთხვევაში კონფერენს ლიგის პლეი-ოფში მოხვდება.