კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოსა” და რუმინეთის “სტიაუას” შორის გასამართი პირველი მატჩის მსაჯები ცნობილია.
მომავალ შეხვედრას, რომელიც 21 ივლისს თბილისიში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება, ნორვეგიელი არბიტრები მოემსახურებიან.
მთავარი მსაჯი კაი ერიკ სტეენი იქნება, რომელსაც დახმარებას გაუწევენ ტომ ჰარალდ გრუნევიკი და ოუშტეინ უტერლანდი. მეოთხე მსაჯი კი მოჰამად უსმან ასლამი იქნება.
მთავარი ნიუსი “საბურთალო” – “სტიაუას” ნორვეგიელები განსჯიან