სოსიაშვილმა „სიონიდან“ 8 ფეხბურთელი გაუშვა

0
42

ბოლნისის „სიონის“ მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ერთბაშად 8 ფეხბურთელი გაუშვა. ბოლნისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპზე გუნდში აღარ იქნებიან:
ბექა ნიკოლაშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლუკა კობერიძე, ვარლამ კილასონია, ოთარ კვერნაძე, გოდერძი მაჩაიძე და გიორგი გადრანი.
„სიონში“ ასევე იუწყებიან, რომ ახალწვეულებიც ჰყავთ, რომელთა შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.