თბილისის “საბურთალო” 7 ივლისს უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ტირანის “პარტიზანთან” პირველ შეხვედრას გორში თენგიზ ბურჯანაძი სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
გაირკვა მატჩისწინა, ტრადიციული პრესკონფერენციის დაწყების დროც – “საბურთალო” ჟურნალისტებს 6 ივლისს სასტუმრო “ეპიზოდში” 13:30 საათზე უმასპინძლებს.
რაც შეეხება სტუმრებს – “პარტიზანის” პრესკონფერენცია 6 ივლისს სასტუმრო “რედისონში” 18:30 საათზე ჩატარდება.
მომავალ შეხვედრაზე დასარებუ ბილეთების ფასი სიმბოლური – 1 და 2 ლარია. მათი შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია “სილქ უნივერსალზეა” დაგეგმილი.