„გაგრადან“ სამი ფეხბურთელი წავიდა

0
26

მათე ვაწაძის და სოლომონ კვერკველიას წასვლის შემდეგ, „გაგრას“ კიდევ სამი ფეხბურთელი გამოაკლდა.
გაგრელთა  პრესსამსახურის ინფორმაციით, სამმა ნახევარმცველმა – თემურ ჩოგაძემ, მათე კვირკვიამ და ვალერი ოლხოვმა კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვეს.
24 წლის ჩოგაძემ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, 26 წლის კვირკვიამ 20 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა, ხოლო 23 წლის ოლხოვმა 11 თამაში გამართა.