ხორხე სამპაოლიმ „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებოდა დატოვა. კლუბმა და არგენტინელმა სპეციალისმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხემების საფუძველზე გაწყვიტეს.
სამპაოლი ფრანგული გუნდის მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვალში დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
არგენტინის ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი „მარსელში“ დანიშვნამდე არაერთ გუნდს ავარჯიშებდა და 4 წელიწადი ჩილეს ნაკრებსაც ხელმძღვანელობდა. მან ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ ჩილელებთან ერთად მიაღწია, როდესაც 2015 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოაგებინა.
