17-წლამდელები თურქეთთან მეორე სპარინგში დამარცხდნენ

0
30

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ხიზანიშვილი წვრთნის, რუსთავში მდებარე ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში თურქ თანატოლებს შეხვდა და 0:3 წააგო.
პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 46-ე წუთზე თურქები ბერკ კიზილდემირიმ დააწინაურა. 62-ე წუთზე ემრე გიოკაიმ მასპინძლების კარი მეორედ აიღო, ხოლო 83-ე წუთზე მან დუბლი შეასრულა.
ხიზანიშვილის გაწვრთნილებმა თურქებთან პირველი სპარინგი 25 ივნისს ჩაატარეს, რომელსაც 2:1 იგებდნენ, მაგრამ უამინდობის გამო თამაში 66-ე წუთზე შეწყდა.
17-წლამდელები წელს ოქტომბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჯგუფში ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდებიან. მატჩები 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

25 ოქტომბერი | საქართველო V ისრაელი
28 ოქტომბერი | საქართველო V ინგლისი
31 ოქტომბერი | საქართველო V ლიეტუვა