ბათუმელთა მეტოქე გაძლიერებას განაგრძობს

0
30

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ პირველ მატჩს ბრატისლავას „სლოვანთან“ 6 ივლისს სტუმრად ჩაატარებს, 13 ივლისს კი გია გეგუჩაძის გუნდი მეტოქეს შინ დაუხვდება.
ბათუმელთა მოწინააღმდეგე საევროტურნიროდ გაძლიერებას განაგრძობს. კიევის „დინამოს“ 23 წლის ვენესუელელი ფორვარდი ერიკ რამირესი მომავალი სეზონიდან იჯარის წესით ბრატისლავას „სლოვანში“ ითამაშებს.
ცოტა ხნის წინ, ბრატისლაველებმა სლოვაკეთის ეროვნული გუნდის ფორვარდი იურაი კუცკა დაიმატეს, რომელმაც გასული სეზონი ინგლისის პრემიერლიგის „უოტფორდში“ გაატარა.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ხოლო გუნდში მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გამოდიან.