საქართველოს 15 წლამდე ფეხბურთელთა ლიგის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული თბილისის “დინამოს” ასაკობრივი გუნდი გახდა.
ტურნირის პირველადგილოსანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოვა.
გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი ვიტალი დარასელიას სახელობის „დინამოს“ აკადემიაში „საბურთალოსთან“ მატჩის შემდეგ გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქროს ლიგის სეზონი, რომელეც Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2022 წელს დასრულდა.
მთავარი ნიუსი თბილისის “დინამომ” 15-წლამდელთა ლიგა მოიგო