საქართველოს მოყვარულთა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულმა „ბასიანმა“ ბაქოში მიმდინარე უეფას რეგიონთა თასის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
„ბასიანმა“ პირველი შეხვედრა ესტონეთის „ტალინა ზაპოოსთან“ ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.
ესტონელებმა ანგარიში მე-20 წუთზე მარკ-რენე ვიალასის დარტყმის შემდეგ გახსნეს. 37-ე წუთზე საპასუხო ბურთი ლადო ხიდეშელმა გაიტანა. 71-ე წუთზე გიორგი თევზაძემ თბილისელები წინ გაიყვანა, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე საბოლოო წერტილი ირაკლი ლეფსაიამ დააფიქსირა.
თემურ ლანჩავას გუნდი რეგიონთა თასზე მომდევნო შეხვედრას 27 ივნისს ყაზახეთის „კესკელენთან“ ჩაატარებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს, რომელიც რეგიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს, ორი ჯგუფის საუკეთესო გუნდებს შორის გასამართი ფინალური შეხვედრა გამოავლენს, რომელიც 29 ივნისს შედგება.





