ერთა ლიგის ცენტრალური შეხვედრა ფრედ დასრულდა

0
61

ერთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშების A ლიგის და ზოგადად ყველა ლიგაში პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა სევილიაში შედგა, სადაც „ბენიტო ვილამარინზე“ შედგა, სადაც ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა.
შეხვედრის 25-ე წუთზე მასპინძლების კონტრშეტევა გავიმ დაიწყო, რომელმაც პაბლო სარაბია მოძებნა, ამ უკანასკნელის გადაცემის შემდეგ კი, ალვარო მორატამ ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 82-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ჟოაო კანსელუს ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა რიკარდო ჰორტამ საპასუხო ბურთი გაიტანა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
პორტუგალიელთა კაპიტანი კრიშტაინუ რონალდუ თადარიგში იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. მას უკვე ზედიზედ 5 შეხვედრაა პორტუგალიელთა შემადგენლობაშო გოლი არ გაუტანია. შეგახსენებთ, რომ პორტუგალია ერთა ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებულია, ხოლო მეორე გათამაშება იტალიამ მოიგო.
მე-2 ჯგუფში სადაც ესპანეთი და პორტუგალია არიან, ჩეხეთმა შინ შვეიცარია 2:1 დაამარცხა.