მბაპე: „პსჟ-ში დარჩენა მაკრონმა და სარკოზიმ მირჩიეს“

0
25

პსჟ-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ Canal+-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პსჟ-ში დარჩენა-არდარჩენის საკითხს საფრანგეთის ამჟამუნდელ და ყოფილ პრეზიდენტებთან განიხილავდა.
„ემანუელ მაკრონმა და ნიკოლა სარკოზიმ პსჟ-ში დარჩენა მირჩიეს. ეს კარგი რჩევა იყო. მაკრონი ერთ-ერთი იმ ბევრ ადამიანს შორის, რომლებსაც ფეხბურთზე ვესაუბრე. ჩვენ არაერთხელ ვილაპარაკეთ. მას სურდა, რომ დავრჩენილიყავი და მოლაპარაკების ნაწილი ვყოფილიყავი. ფეხბურთი შეიცვალა და ახლა საზოგადოების ცხროვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“ – განაცხადა 23 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელმაც 21 მაისს პარიზელებთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა.
მბაპემ განვლილ სეზონში პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 მატჩშო 36 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი გააკეთა.