
„ჰამბურგი“, სადაც სეზონის მეორე ნახევარი გიორგი ჩაკვეტაძემ გაატარა, პირველ ბუნდესლიგაში ვერ დაბრუნდა.
პლეი-ოფის პირველი შეხვედრა ჰამბურგელებმა სტუმრად ბერლინის „ჰერტასთან“ 1:0 მოიგეს, ხოლო სახლში 0:2 წააგეს და მეორე ბუნდესლიგაში დარჩნენ. ბერლინელებიდან მე-4 წუთზე ანგარიში ბოიატამ გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე პლატენჰარდტმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია. მას „ჰამბურგთან“ საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და ზაფხულში ბელგიის „გენტში“ დაბრუნდება.




