დავით ხოჭოლავა დანიის ჩემპიონი გახდა. სუპერლიგის ბოლო ტურში „კოპენჰაგენმა“, სადაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის, „ოლბორგს“ შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა. ხოჭოლავა გუნდის განაცხადშ არ იყო. „კოპენჰაგენმა“ 65 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „მიდტიულანდს“ 3 ქულით გაასწრო.
29 წლის ხოჭოლავამ დანიაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში კოპენჰაგენელთა რიგებში 22-ჯერ ითამა და 1 გოლი გაიტანა.
დანიურ კლუბში გადასვლამდე, ხოჭოლავა დონეცკის „შახტარში“ გამოდიოდა და უკრაინის ჩემპიონატი 3-ჯერ, თასი 2-ჯერ, ხოლო სუპერთასი ერთხელ მოიგო.





