„ლივერპულმა“ ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო. „უემბლიზე“ გამართულ ფინალში იურგენ კლოპის გაწვრთნილი მერსისაიდელები ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდნენ, რომელსაც ასევე გერმანელი თომას ტუხელი ავარჯიშებს.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „ლივერპულმა“ 6:5 გაიმარჯვა.
მერსიაიდელებმა ასოციაციის თასი არებობის მანძილზე მერვედ მოიგეს, ხოლო 2006 წლის შემდეგ პირველად. „ლივერპულზე“ უკეთესი შედეგი მხოლოდ ლონდონის „არსენალს“ (14 გამარჯვება) და „მანჩესტერ იუნაიტედს“ (12 გამარჯვება) აქვს. „ჩელსიმ“ და „ტოტენჰემმა“ ეს ჯილდო 8-8-ჯერ მოიგეს. “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში მეორე ჯილდო მოიპოვა. მანამდე, კლოპის შეგირდებმა ლიგის თასი აიღეს და ფინალში ასევე “ჩელს” დაამარცხეს. “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 28 მაისს “რეალს” შეხვდება და აგრეთვე პრემიერ ლიგაში გამარჯვების შანსი აქვს.
„ჩელსი“ ასოციაციის თასის ფინალში მერვედ დამარცხდა. ლონდონელთა მსგავსად „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ და „ევერტონმაც“ ფინალი 8-8ჯერ წააგეს.





