გიორგი ქვილითაია 2021-2022 წლების სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს PASP FOOTBALL AWARDS-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვა.
ქვილითაიამ, რომელიც ამჟამად ტრავმის გამო უქმობს, აპოელში სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 25 მატჩი 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
მის გარდა, PASP FOOTBALL AWARDS-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი მეკარე გიორგი ლორია გამოარჩიეს. მისი მოგერიება სეზონის სსამ საუკეთესო მოგერიებაში მესამე ადგილზე გავიდა („ომონიასთან“, მე-8 ტურში).








