რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს აცნობა, რომ კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, იუწყება Sport1.de. მას გერმანულ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება. ფეხბურთელის აგენტ პინი ზახავისა და „ბაიერნის“ მესვეურებს შორის გამართული მოლაპარაკების პირველი ეტაპი უშედეგოდ დასრულდა.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიუნხენელები პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის მიმდინარე წლის ზაფხულში აპირებენ თუ მის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი 35-40 მილიონ ევროს გადაიხდის.
33 წლის ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წელს გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 374 მატჩში 343 გოლი გაიტანა.





